ამერიკის შეეთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა, მეთიუ მილერმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტას მხარს არ უჭერს, რადგან ეს "ჰამასს" გაძლიერების საშუალებას მისცემს და ის ისრაელის წინააღმდეგ ტერორისტულ თავდასხმებს გააგრძელებს.
როგორც მილერმა აღნიშნა, 7 ოქტომბრის თავდასხმის გარდა, "ჰამასი" ისრაელის მიმართულებით ყოველდღიურად უშვებს რაკეტებს, რომლის სამიზნეც მშვიდობიანი მოქალაქეები არიან.
"ჩვენ ვეწინააღმდეგებით ნებისმიერი სახის ცეცხლის შეწყვეტის, რომელიც მათ ამ ოპერაციების გაგრძელების საშუალებას მისცემს. ამავდროულად, აშშ მხარს უჭერს და ფიქრობს, რომ მხარეებმა უნდა განიხილონ ჰუმანიტარული პაუზები, რაც დახმარების შეტანის შესაძლებლობას გააჩენს. ჩვენ ძალიან ბევრი ვიმუშავეთ ღაზის სამხრეთ ნაწილში, რაფაჰის სასაზღვრო გამშვები პუნქტის გასახსნელად", - ამბობს მილერი.
შეგახსენებთ, რომ 7 ოქტომბერს, ღაზიდან ისრაელზე მოულოდნელად განხორციელებული სახმელეთო და სარაკეტო თავდასხმის გამო, ისრაელმა სექტორის სრული ბლოკადა გამოაცხადა, თუმცა მოგვიანებით ჰუმანიტარული დახმარების შეტანა დაუშვა.