მედიის ცნობით, ისრაელმა "ჰამასს" ცეცხლის შეწყვეტა შესთავაზა, სანაცვლოდ კი მძევლების და დაღუპული მშვიდობიანი მოქალაქეების ცხედრების დაბრუნება მოითხოვა. თუმცა, შეთავაზებაზე "ჰამასმა" უარით უპასუხა.
შეგახსენებთ, რომ 7 ოქტომბერს, ღაზიდან ისრაელზე მოულოდნელად განხორციელებული სახმელეთო და სარაკეტო თავდასხმის გამო, ისრაელმა სექტორის სრული ბლოკადა გამოაცხადა, თუმცა მოგვიანებით ჰუმანიტარული დახმარების შეტანა დაუშვა.