მედიის ცნობით, ომის დაწყების შემდეგ, ღაზის სექტორი უძლიერესი საჰაერო დაბომბვის ქვეშაა. გავრცელებული ინფორმაციით, აფეთქების ხმები ისმის სამხრეთ ისრაელში, აშკელონში, რომელიც ღაზადან 10 კილომეტრითაა დაშორებული.
შეგახსენებთ, რომ 7 ოქტომბერს, ღაზიდან ისრაელზე მოულოდნელად განხორციელებული სახმელეთო და სარაკეტო თავდასხმის გამო, ისრაელმა სექტორის სრული ბლოკადა გამოაცხადა, თუმცა მოგვიანებით ჰუმანიტარული დახმარების შეტანა დაუშვა.