ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერმა, დანიელ ჰაგარიმ განაცხადა, რომ ისრაელი გვიან ღამით სახმელეთო ოპერაციებს გააფართოებს. ისრაელის სახმელეთო ოპერაციის გაფართოების ფონზე ჰაგარიმ ღაზის მცხოვრებლებს მოუწოდა, რომ სამხრეთ ნაწილში გადაინაცვლონ.
"ჩვენ ვმოქმედებთ, რათა დავიცვათ ისრაელის სახელმწიფოს უსაფრთხოების ინტერესები", - თქვა ჰაგარმა.
ცნობისთვის, ღაზის სექტორი ძლიერი სარაკეტო თავდასხმის ქვეშაა.
შეგახსენებთ, რომ 7 ოქტომბერს, ღაზიდან ისრაელზე მოულოდნელად განხორციელებული სახმელეთო და სარაკეტო თავდასხმის გამო, ისრაელმა სექტორის სრული ბლოკადა გამოაცხადა, თუმცა მოგვიანებით ჰუმანიტარული დახმარების შეტანა დაუშვა.