ვიცეპრემიერი ლევან დავითაშვილი "მთავარი არხის" კითხვებს, როგორ და რატომ აღმოჩნდა ქართული დელეგაცია ომის დამნაშავე პუტინთან ერთად ერთ სივრცეში და რატომ არ დატოვა დემონსტრაციულად ფორუმი, ელჩთან ერთად, ოკუპანტი ქვეყნის ლიდერის სიტყვით გამოსვლისას.
პრემიერი მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად საჯაროდ ცოტახნის წინ გამოჩნდა, თუმცა თითქმის მთელი მთავრობა დუმილის რეჟიმშია გადასული და განმარტებებს არავინ აკეთებს.
საქართველოს ვიცე-პრემიერი, ლევან დავითაშვილი ჩინეთში ოკუპანტი ქვეყნის პრეზიდენტ პუტინთან ერთად ბანკეტს დაესწრო და რუსეთის პრეზიდენტის სიტყვის გამოსვლასაც მოუსმინა. სიტყვით გამოსვლას უსმენდა ჩინეთში საქართველოს ელჩიც. ინფორმაცია გუშინ "ტაბულამ" გამოქვეყნებულ ვიდეოებზე დაყრდნობით გაავრცელა.
საუბარია 18 ოქტომბერს გამართულ სარტყლისა და გზის ფორუმზე, სადაც საქართველოს ვიცე-პრემიერი და ელჩი, არჩილ კალანდია წარმოადგენდნენ. სტრატეგიულ პარტნიორ ჩინეთთან ქართველ დიპლომატს წესით ღონისძიების ყველა დეტალი წინასწარ უნდა ჰქონოდა გავლილი.
ჯერჯერობით არცერთ ოფიციალურ სტრუქტურას აღნიშნულთან დაკავშირებით განმარტება არ გაუვრცელებია.