"ისაუბრა ისტორიულ წინაპირობაზე, ვიდრე უშუალოდ ჩემს კითხვაზე" | თსუ-ს სტუდენტი კობახიძეზე

გამოქვეყნდა:

 "ჩემი კითხვა მდგომარეობდა იმაში, რომ აქვს თუ არა ხელისუფლებას საშუალება და სურვილი, რომ იმოქმედოს ეროვნული ინტერესების დაცვის ფარგლებში" - ამის შესახებ "მთავარ არხთან" თსუ-ს  სამართლის ფაკულტეტის სტუდენტი ზვიად ცეცხლაძე საუბრობს, რომელმაც დღეს, თსუ-ში მიმდინარე ლექციის დროს, ირაკლი კობახიძეს კითხვები დაუსვა.

სტუდენტი ამბობს, რომ ლექტორისა და მმართველი პარტიის თავმჯდომარის პასუხები არადამაკმაყოფილებელი იყო:

"რას აკეთებს ხელისუფლება - ამ სტილის კითხვა იყო და ამაზე პირდაპირი პასუხი არ გაუცია. ზოგადად ის თქვა, რომ ლექციის ფორმატში ეს არ ჯდება და პარლამენტში, როდესაც იქნება შეხვედრა, ამაზე მკაფიოდ შეიძლება საუბარი, მაგრამ რაც ისაუბრა, ისაუბრა ფაქტობრივ და ძირითად ისტორიულ წინაპირობაზე, ვიდრე უშუალოდ ჩემს კითხვაზე პასუხი რომ გაეცა" - ამბობს ზვიად ცეცხლაძე.

ცნობისთვის, ირაკლი კობახიძის დღევანდელ ლექციაზე თსუ-ში, სამართლის ფაკულტეტის სტუდენტი ზვიად ცეცხლაძე შემდეგი შინაარსის წარწერიანი ბანერით - "ვუყუროთ ოკუპაციას თუ ვიზამთ რამეს?" - შევიდა და კობახიძეს შეკითხვები დაუსვა, რა რესურსი აქვს ხელისუფლებას, აღმოფხვრას ინციდენტები, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ხდება. ცეცხლაძემ კობახიძეს მაგალითად მოუყვანა ბოლო პერიოდის მოვლენები - ოჩამჩირეში რუსული ბაზის განთავსება, ლომისას წმინდა გიორგის ტაძრის გარშემო არსებული ვითარება და ირაკლი ბებუას ტყვეობა.

კობახიძემ სტუდენტს შეკითხვებზე უპასუხა, თუმცა პასუხი იმით დაიწყო, რომ მომავალში სალექციო დროს, "ესეთი თემები" აღარ წამოჭრან.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი