ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა თურქეთიდან ებრაელი დიპლომატების დაბრუნების ბრძანება გამოსცა - "თურქეთიდან მომდინარე მძიმე განცხადებებიდან გამომდინარე, მე გავეცი იქ მყოფი დიპლომატიური წარმომადგენლების დაბრუნების ბრძანება იმ მიზნით, რომ მოხდეს ისრაელსა და თურქეთს შორის ურთიერთობების გადაფასება."- წერს ტვიტერზე ელი კოენი.
შეგახსენებთ, სტამბოლში დღეს გამართულ პროპალესტინურ მიტინგზე თურქეთის პრეზიდენტმა ისრაელს "ომის დამნაშავე" უწოდა, ხოლო ჰამასზე ისევ გაიმეორა, რომ ის ტერორისტული ორგანიზაცია არ არის.