7 ოქტომბრის თავდასხმებში ირანის მონაწილეობის შესახებ დასმულ კითხვაზე, ისრაელის პრემიერმინისტრი ამბობს, რომ დანამდვილებით ვერ იტყვის, მონაწილეობდა თუ არა დაგეგმვაში, თუმცა აცხადებს, რომ ირანის გარეშე ჰამასი არ არსებობს.
„ირანი მხარს უჭერს ჰამასს... დანამდვილებით ვერ გეტყვით, რომ ამ კონკრეტულ ოპერაციაში, ამ კონკრეტულ მომენტში, ისინი მონაწილეობდნენ დაგეგმვაში"- თქვა ნეთანიაჰუმ.
მისივე თქმით, ისრაელის ეკონომიკას შეუძლია გაუმკლავდეს ომს და პირობას დებს, რომ ღაზას სასაზღვრო ზონაში, რომელიც 7 ოქტომბრის თავდასხმის შემდეგ განადგურდა, მასშტაბური ინვესტიციები განხორციელდება -”ერთადერთი ეკონომიკა, რომელიც ახლა მაინტერესებს, არის საბრძოლო მასალის ეკონომიკა”, - ამბობს ნეთანიაჰუ.
პრემიერმინისტრი ამბობს, რომ ისრაელის მიზანი ღაზის სექტორში ჰამასის განადგურების შესახებ არ შეიცვლება და ისრაელის სახმელეთო ოპერაციების გაფართოება არ შეუშლის ხელს მძევლების დაბრუნებას.
"სახმელეთო შეტევის გაფართოება არანაირად არ ეწინააღმდეგება მძევლების დაბრუნების ჩვენს უნარს. ომს ორი მიზანი აქვს: „უზენაესი მიზანი“- ჰამასის შესაძლებლობების განადგურება და მძევლების დაბრუნება. დარწმუნებული ვარ ორივეში წარმატებას მივაღწევთ." - თქვა პრემიერმა.
ისრაელის პრემიერმინისტრი ამ წუთებში პრესკონფერენციას მართავს.