პალესტინის წითელი ნახევარმთვარის ორგანიზაცია ამბობს, რომ IDF-მა ღაზის საავადმყოფოს ევაკუაციისკენ მოუწოდა

გამოქვეყნდა:

პალესტინის წითელი ნახევარმთვარის ორგანიზაციის თქმით, ისრაელის თავდაცვის ძალებმა ღაზას ქალაქის საავადმყოფოს ევაკუაციისკენ მოუწოდა. მათი სპიკერის თქმით, ღაზის ქალაქ ალ-კუდსის ჰოსპიტალმა ისრაელის ხელისუფლებისგან ევაკუაციის მოთხოვნით დღეს ორი ზარი მიიღო. 

ორგანიზაციის განცხადებაში წერია, რომ სატელეფონო ზარებში საუბარი იყო "ნათელ და პირდაპირ საფრთხეზე, რომ საავადმყოფოს ევაკუაცია დაუყოვნებლივ უნდა მომხდარიყო", წინააღმდეგ შემთხვევაში, შენობაში მყოფი ყველა ადამიანის სიცოცხლეზე პასუხისმგებლობა მათ დაეკისრებოდათ.

ორგანიზაციის სპიკერი, ნებალ ფარსახის თქმით, საავადმყოფოში ამჟამად 12 000 ადამიანი აფარებს თავს. მისი თქმით, ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში ძირითადად ბოლო საჰაერო თავდასხმების დროს დაშავებული ბავშვები იმყოფებიან. 

"მათი უმეტესობა შეერთებულია ჟანგბადის აპარატზე. მათი ევაკუაცია მათ მოკვლას ნიშნავს", - ამბობს ის. 

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი