ისრაელმა ღაზის საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორია დაბომბა და "ჰამასი" ჰოსპიტლის სამხედრო ბაზად გამოყენებაში დაადანაშაულა

გამოქვეყნდა:

ისრაელის საჰაერო ძალებმა ღაზის სექტორის უდიდესი საავადმყოფოს მიმდებარედ საავიაციო იერიში მიიტანეს, პარალელურად ცაჰალმა "ჰამასს" ჰოსპიტლის სამხედრო ბაზად გამოყენებაში დასდო ბრალი. უცხოური მედიის ინფორმაციით, მანამდე ისრაელმა საავადმყოფოს ხელმძღვანელობა მოსალოდნელი იერიშის შესახებ გააფრთხილა და მათ პატიენტებთან და შენობაში მყოფ ღაზის სექტორის 12 ათას მაცხოვრებელთან ევაკუაცია უბრძანა.

შეგახსენებთ, რომ ეს დარტყმები განხორციელდა მას შემდეგ, რაც 28 ოქტომბერს ისრაელის პრემიერმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადხა, რომ "ღაზის სექტორში მიმდინარე სახმელეთო ოპერაცია ომის მეორე ეტაპია ძალიან მკაფიო მიზნებით".

შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს, ღაზას სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო თავდასხმა წამოიწყეს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება "ჰამასმა" აიღო და მას ოპერაცია "ალ-აკსას შტორმი" უწოდა. სარაკეტო იერიშის საპასუხოდ ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ საომარი მდგომარეობა და ოპერაცია "რკინის ხმლების" დაწყება გამოაცხადა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი