ისრაელის არმია იუწყება, რომ ღაზას სექტორში აქტიური საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს. IDF -ის ცნობით, შეტაკებები მოხდა ჰამასის მებრძოლებთან ღაზას სექტორის ჩრდილოეთით. მათ ისრაელის სამხედრო ძალებს ცეცხლი გაუხსნეს. თავდაცვის ძალების ცნობით, ტერორისტები ლიკვიდირებული არიან.
შეგახსენებთ, ისრაელის თავდაცვის ძალები ომის ახალ ეტაპზე გადავიდნენ. დანიელ ჰაგარის თქმით, ღამის განმავლობაში ღაზის სექტორში ისრაელის თავდაცვის ძალების რაოდენობა გაიზარდა.