"ეტაპობრივად ვაფართოებთ სახმელეთო მოქმედებებს და ვზრდით ჩვენი ძალების რაოდენობას ღაზის სექტორში" | IDF

გამოქვეყნდა:

ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერის, დანიელ ჰაგარის  თქმით, ღამის განმავლობაში ღაზის სექტორში ისრაელის თავდაცვის ძალების რაოდენობა გაიზარდა.

მისივე თქმით,   სახმელეთო ოპერაცია შეიცავს რისკებს ისრაელის ძალებისთვისაც.

"ისინი შეუერთდნენ იქ უკვე მებრძოლ ძალებს. ჩვენ ეტაპობრივად ვაფართოებთ სახმელეთო მოქმედებებს და ჩვენი ძალების რაოდენობას ღაზის სექტორში.. ყველაფერს გავაკეთებთ ჰაერიდან, ზღვიდან და ხმელეთიდან ჩვენი ძალების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და ომის მიზნების მისაღწევად", – ამბობს ჰაგარი.

შეგახსენებთ, რომ 7 ოქტომბერს, ღაზას სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო თავდასხმა წამოიწყეს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება "ჰამასმა" აიღო და მას ოპერაცია "ალ-აკსას შტორმი" უწოდა. სარაკეტო იერიშის საპასუხოდ ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ საომარი მდგომარეობა და ოპერაცია "რკინის ხმლების" დაწყება გამოაცხადა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი