გახმაურებული მკვლელობის გაუხმაურებელი დეტალები | ნიკა თუთაშვილის საქმე

გამოქვეყნდა:

არასრული გამოძიების კიდევ ერთი გამოვლინება თუ გავლენიანი მფარველების წყალობით პასუხისმგებლობას განრიდებული მკვლელი? - 24 წლის ნიკა თუთაშვილის მკვლელობის ხმაურიანმა საქმემ გასულ კვირას კიდევ უფრო მძიმე განვითარება შეიძინა. 

მკვლელობაში ბრალდებული მოქალაქე ბათუმის საქალაქო სასამართლომ 8 თვიანი პატიმრობის შემდეგ გაათავისუფლა. მოკლულის დედა და ოჯახის წევრები ამტკიცებენ, რომ უმძიმეს დანაშაულში ბრალდებულ პირს მისი გავლენიანი ნათესავი, ბათუმის საკრებულოს წევრი მფარველობს ქართული ოცნებიდან. მკვლელობაში ბრალდებული ლევან სირაბიძე, რომელიც პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად გაამართლა, დეპუტატ რიჩარდ სირაბიძის ბიძაშვილია. 

თავის მხრივ, ბრალდებულის ადვოკატი  აუცილებელი მოგერიების ფაქტორზე აპელირებს და ამის დასტურად საქმეში არსებული ვიდეო მტკიცებულება მოჰყავს. თუმცა უსაფრთხოების კამერის ჩანაწერიც და საქმეში არსებული სხვა გარემოებებიც უამრავ პასუხგაუცემელ შეკითხვას ტოვებს. მაგალითად, რატომ ამოიღეს მკვლელობაში ბრალდებულის მობილური გამომძიებლებმა ერთი კვირის დაგვიანებით. მეტიც, თუ ბრალდებულის ვერსიას ვენდობით და დავუშვებთ, რომ ის მოგერიებას ცდილობდა, მაშინ სად გაქრა დანა, რომელიც თითქოს მოკლულს უნდა ჰქონოდა. 

ამ საქმემ ძიების პირველივე საათებში გააჩინა ეჭვი, რომ სწორედ გავლენიანი მფარველების წყალობით წაიშალა მეგობრებს შორის მომხდარი სისხლიანი გარჩევის კვალი.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი