გამოჩნდნენ ახალი ფიგურანტები, რომლებიც დაიკითხნენ - რამიშვილი ბაჩალიაშვილის საქმეზე

გამოქვეყნდა:

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი, მიხეილ რამიშვილი მთავარი პროკურატურის დატოვების შემდეგ  ამბობს, რომ საქმეში ახალი ფიგურანტები გამოჩნდნენ.

დღეს სათვალთვალო კამერების ჩანაწერებს გავეცანი, რომელიც გამოძიებას გამოთხოვილი ჰქონდა და სამწუხაროდ, ისევ არასრული იყო. გარკვეული პირები დაიკითხნენ, გამოჩნდნენ ახალი ფიგურანტები, რომელთა დაკითხვაც მიმდინარეობდა....გავაკეთეთ კონკრეტული შუამდგომლობები, კიდევ მრავალი დარღვევა გამოჩნდა, მრავალი იგნორირება. საუბარი მაქვს რუსთავის და ქვემო ქართლის პოლიციელების გულგრილობაზე საქმესთან მიმართებაში. ვინც დაიკითხება ამას არ გავასაჯაროებ. ჩემი მოთხოვნით ხვალ კონკრეტული რიცხვების ჩანაწერების ჩვენებაც მოხდება, ამბობს რამიშვილი 

უფლებადამცველის თქმით, უახლოეს დღეებში Hyundai-ის სათაო ოფისის წარმომადგენლებთან კომუნიკაცია შედგება და ავტომობილის ექსპერტიზა ჩატარდება.   

შეგახსენებთ, რომ თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. 23 წლის ახალგაზრდა თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი 22 ივლისს იპოვეს. ერთ-ერთი ვერსიით, ბაჩალიაშვილის გაუჩინარება  მის სამსახურეობრივ საქმიანობას უკავშირდება.

25 ივლისს, პროკურატურამ ბაჩალიაშვილის მამა დაზარალებულად ცნო და საქმის გამოძიებას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაუმატა. გამოძიება, ამ ეტაპზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 115-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი