მაჰაჩყალას აეროპორტი დროებით დაიკეტა

გამოქვეყნდა:

მაჰაჩყალას აეროპორტი დროებით დაკეტილია აეროდრომზე არასანქცირებული შესვლის გამო - ნათქვამია რუსეთის ფედერალური საჰაერო ტრანსპორტის სააგენტოს განცხადებაში. "როსავიაციის" ინფორმაციით, თვითმფრინავები ალტერნატიულ აეროდრომებზე გადამისამართდებიან. მათივე ცნობით, აკრძალვა ძალაში დარჩება სიტუაციის ნორმალიზებამდე. ადგილზე სამართალდამცავი ორგანოები მუშაობენ.

შეგახსენებთ, რუსეთში, მაჰაჩყალას აეროპორტში ადგილობრივების ბრბო შეიჭრა. მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ თელ-ავივიდან რეისი უნდა დამჯდარიყო, იქ დაღესტნელები შეიკრიბნენ და ტერმინალი გადაკეტეს. შეკრებილები ისრაელის მოქალაქეებს ეძებდნენ და აეროპორტის შესასვლელიც ჩაკეტეს. ისმოდა ანტისემიტური ლოზუნგები და აფრიალებდნენ პალესტინის დროშებს.
 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი