ბრბო მაჰაჩყალას აეროპორტის ასაფრენ ბილიკზე შეიჭრა | ისვრიან ქვებს

გამოქვეყნდა:

მაჰაჩყალას აეროპორტის ასაფრენ ბილიკზე მომიტინგეთა  ბრბო შეიჭრა. ტელეგრამ არხებით გავრცელებულ ვიდეოებში ჩანს, რომ ისინი ქვებს ისვრიან. ადგილზე მობილიზებულია სპეცრაზმი. მიუხედავად იმისა, რომ "როსავიაციამ" აეროპორტი დახურულად გამოაცხადა, ადგილზე ვითარება ამ დრომდე უკონტროლოა.

პარალელურად კი ცნობილი ხდება, რომ დაღესტანში ოპერატიული შტაბი შეიქმნა, რომელსაც რესპუბლიკის მეთაური, სერგეი მელიკოვი ხელმძღვანელობს.

შეგახსენებთ, რუსეთში, მაჰაჩყალას აეროპორტში ადგილობრივების ბრბო შეიჭრა. მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ თელ-ავივიდან რეისი უნდა დამჯდარიყო, იქ დაღესტნელები შეიკრიბნენ და ტერმინალი გადაკეტეს. შეკრებილები ისრაელის მოქალაქეებს ეძებდნენ და აეროპორტის შესასვლელიც ჩაკეტეს. ისმოდა ანტისემიტური ლოზუნგები და აფრიალებდნენ პალესტინის დროშებს.  

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი