რუსულ უნივერსიტეტებში სწავლისთვის რეგისტრაციის ვადა გახანგრძლივდა, მათ შორის ქართველებისთვის

გამოქვეყნდა:

რუსულ უნივერსიტეტებში სწავლისთვის რეგისტრაციის ვადა გახანგრძლივდა. აქამდე განაცხადების მიღების ბოლო ვადად 1-ლი ნოემბერი სახელდებოდა, ამჯერად ქართველებს რეგისტრაციის გავლა 15 დეკემბრამდე შეეძლებათ.

განცხადების წარდგენა 1 დეკემბრამდე შეეძლებათ აბიტურიენტებს დსთ-ს ქვეყნებიდან, უკრაინიდან, ასევე ოკუპირებული აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან.

13 ოქტომბერს რუსულმა სამთავრობო მედია "ტასს"-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოდან დაახლოებით 100-მდე აბიტურიენტმა შეიტანა განაცხადი 2024 წელს რუსეთის უნივერსიტეტებში უფასო სწავლაზე. წელს კვოტა 200 ადგილია.

რუსეთის ინტერესების განყოფილება ამბობს, რომ სავიზო რეჟიმის გაუქმება ძალიან შეუწყობს ხელს მომავალი სტუდენტების ნათესავებისა და მეგობრების რუსეთში ჩასვლას. იხილეთ: 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი