სალივანი თეთრ სახლში საუდის არაბეთის თავდაცვის მინისტრს შეხვდა

გამოქვეყნდა:

ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის მრჩეველი, ჯეიკ სალივანი, საუდის არაბეთის თავდაცვის მინისტრს, პრინც ხალიდ ბინ სალმან ალ საუდს, თეთრ სახლში შეხვდა.

თეთრი სახლის ცნობით, შეხვედრაზე მათ ღაზაში არსებული ვითარება განიხილეს და
ღაზის მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაზრდის აუცილებლობა დაადასტურეს.

"მათ ხაზი გაუსვეს ისრაელსა და პალესტინელებს შორის მდგრადი მშვიდობის დამყარებაზე მუშაობის მნიშვნელობას, იმ სამუშაოს საფუძველზე, რომელიც ბოლო თვეების განმავლობაში საუდის არაბეთსა და შეერთებულ შტატებს შორის მიმდინარეობდა", - ნათქვამია განცხადებაში.

მათივე ცნობით, საუბარი შეეხო კონფლიქტის გაფართოების მცდელობისგან სახელმწიფო თუ არასახელმწიფო აქტორების შეკავებასაც.

შეგახსენებთ, რომ 7 ოქტომბერს, ღაზას სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო თავდასხმა წამოიწყეს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება "ჰამასმა" აიღო და მას ოპერაცია "ალ-აკსას შტორმი" უწოდა. სარაკეტო იერიშის საპასუხოდ ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ საომარი მდგომარეობა და ოპერაცია "რკინის ხმლების" დაწყება გამოაცხადა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი