"გირჩი - მეტი თავისუფლებისა" და "დროას" ლიდერებმა MONA.GE-ს მორიგი სია წარადგინეს. მასში მოხვდნენ "ჯორჯიან ეარვეისის" დამფუძნებელი, სენაკის მერი, განათლების სამინისტროს წარმომადგენლები, ბათუმის საკრებულოს აპარატის თანამშრომელი და ა.შ.
ელენე ხოშტარიამ თქვა, რომ სიაში მოხვედრილი პირები, რომლებიც განათლების სფეროდან არიან, საჯარო სკოლებში პოლიტიკური წმენდის ავტორები იყვნენ.
სიაში მოხვდნენ:
- თამაზ გაიაშვილი - "ჯორჯიან ეარვეისის" დირექტორი, რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის ერთ-ერთი ინიციატორი;
- გაბრიელ კამაევი - ანტიდასავლური კამპანიის დეზინფორმაციული ქსელის მონაწილე, ბათუმის საკრებულოს აპარატის თანამშრომელი;
- გია მურღულია - ა(ა)იპ საქართველოს სკოლის ადმინისტრატორთა ასოციაციის დამფუძნებელი, კომისიის წევრი;
- ნოდარ წამალაშვილი - განათლების სამინისტროს შიდა აუდიტის სამსახურის სპეციალისტი;
- ზაურ ხვედელიძე - განათლების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის ინსპექტირების სამმართველოს მთავარი სპეციალისტი;
- ელისო ჯაფარიძე - განათლების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის ინსპექტირების სამმართველოს მთავარი სპეციალისტი;
- ვახტანგ გადელია - 2021 წლიდან სენაკის მერი;
- დემურ გადელია - სენაკის მერის ბიძა;
- იოსებ გადელია - შპს ინდიკოს დირექტორი, სენაკის მერის ძმა;
- ნანა ზარანდია - სენაკის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი და მერიის სატენდერო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე.
ცნობისთვის, პოლიტიკურმა გაერთიანებამ ინტერნეტ პორტალი "mona.ge" შექმნა. პარტიები ამბობენ, რომ მისი მიზანია გამოააშკარაოს ის ადამიანები, რომლებიც საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე ხელს მიზანმიმართულად შეუშლიან და რუსული წესებით ითამაშებენ.
ასევე ნახეთ: