ბანკეტი პუტინთან | "ევროოპტიმისტები" დავითაშვილს პარლამენტში იბარებენ

გამოქვეყნდა:

პუტინთან გამართული სადილის შემდეგ, ოპოზიცია ქვეყნის ვიცეპრემიერს ახსნა- განმარტებებისთვის პარლამენტში იბარებს.

განცხადება ამის შესახებ ხატია დეკანოიძემ გააკეთა. "ევროოპტიმისტები" დავითაშვილს პარლამენტში ინტერპელაციის წესით იბარებენ. 

შეხვდა თუ არა ლევან დავითაშვილი პუტინს საიდუმლო ვითარებაში, რატომ არ დატოვა პოლიტიკური დემარშით მან ოკუპანტი ქვეყნის მეთაურთან გამართული საზეიმო სადილი? - ეს არის მთავარი კითხვები რაც ხელისუფლების ოპონენტებს  ვიცე პრემიერთან ექნებათ. 

ცნობისთვის, საქართველოს ვიცეპრემიერი, ლევან დავითაშვილი ჩინეთში ოკუპანტი ქვეყნის პრეზიდენტ პუტინთან ერთად ბანკეტს დაესწრო და რუსეთის პრეზიდენტის სიტყვის გამოსვლასაც მოუსმინა. 

იხილეთ ასევე:

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი