რაიმე სახის შეხვედრაზე ყოფნა ლევან დავითაშვილისა ვლადიმერ პუტინთან, რასაც თქვენ ბრძანებთ ეს არის ჭორის - აცხადებს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე და ამბობს, რომ დავითაშვილის ადგილას "ეტიკეტის შესაბამისად" მოიქცეოდა.
ნებისმიერ საერთაშორისო ფორუმზე მოვიქცეოდი ეტიკეტის შესაბამისად - თქვა ბრეგაძემ.
მერი კალაძე კი ჩინეთში გამართული ფორუმის მნიშვნელობასა და სარგებელზე საუბრობს:
ასეთ ღონისძიებაში მონაწილეობა მნიშვნელოვანია და თუ ისეთი ადამიანი იღებს მონაწილეობას, რომელიც შეიძლება ჩვენთვის პრობლემა იყოს, ეს არ ნიშნავს იმას, რომ საქართველომ უარი თქვას აღნიშნულ პროექტზე. აქ საუბარია ქვეყნის მომავალზე და იმაზე, რომ ქვეყანამ დამატებითი ბენეფიტები მიღოს" თქვა კალაძემ.
ცნობისთვის, საქართველოს ვიცეპრემიერი, ლევან დავითაშვილი ჩინეთში ოკუპანტი ქვეყნის პრეზიდენტ პუტინთან ერთად ბანკეტს დაესწრო და რუსეთის პრეზიდენტის სიტყვის გამოსვლასაც მოუსმინა.
შეხვდა თუ არა ლევან დავითაშვილი პუტინს საიდუმლო ვითარებაში, რატომ არ დატოვა პოლიტიკური დემარშით მან ოკუპანტი ქვეყნის მეთაურთან გამართული საზეიმო სადილი? - ეს არის მთავარი კითხვები რაც ოპოზიციას დავითაშვილთან აქვს და რის გამოც "ევროოპტიმისტები" მას პარლამენტში იბარებენ.