საქართველოს ეკონომიკის რუსეთზე დამოკიდებულება სულ უფრო კატასტროფული ხდება. კერძოდ, "ლელოს" ინფორმაციით, ხორბლის იმპორტის 96% სწორედ ოკუპანტ სახელმწიფოზე მოდის. მიუხედავად იმისა, რომ "ქართული ოცნების" მთავრობას სოფლის მეურნეობა პრიორიტეტად აქვს გამოცხადებული, სოციალურად ისეთი სტრატეგიული პროდუქტი, როგორიც პურია, მთლიანად კრემლის კეთილ ნებაზეა დამოკიდებული. პარტია "ლელოს" თქმით, რუსეთ - უკრაინის ომის პერიოდში ეკონომიკურად ოკუპანტ ქვეყანაზე მიბმა ქართული სუვერენიტეტის ფეხქვეშ გათელვაა და ეკონომიკის სრულად ჩამოშლას ემსახურება.