"სამი გამაფრთხილებელი გასროლა ჰაერში და თუ არ დაემორჩილებიან, მეოთხე შუბლში" |კადიროვის ბრძანება ძალოვნებს

გამოქვეყნდა:

რამზან კადიროვმა უშიშროების ძალებს მოუწოდა, "არეულობის მონაწილეებს" დაუმორჩილებლობის შემთხვევაში, "შუბლში ესროლონ". კადიროვის ბრძანებით, თუ პირს სამ გამაფრთხილებელ გასროლაზე რეაგირება არ ექნება, მეოთხე ტყვია უკვე შუბლში მოხვდება:

„თუ ერთი ადამიანიც კი გამვა არასანქცირებული არეულობისთვის, დააკავეთ და ჩასვით ციხეში, ან სამი გამაფრთხილებელი გასროლა ჰაერში და ამის შემდეგ, თუ კანონს არ დაემორჩილება, მეოთხე გასროლა შუბლში. აღარ გამოვლენ, ეს ჩემი ბრძანებაა", - განუცხადა კადიროვმა შსს-სა და რუსეთის ეროვნული გვარდიის წარმომადგენლებს შეხვედრის დროს.

ეს ბრძანება ჩეჩნეთის მეთაურმა მაჰაჩყალას აეროპორტში მომხდარი არეულობის შემდეგ გამოსცა, როდესაც ადგილობრივების აგრესიული ბრბო აეროპორტში შევარდა

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი