ივანიშვილი ქონების დაჩქარებულ რეჟიმში გაყიდვას აგრძელებს | იპოდრომის ტერიტორიას ახალი მეპატრონე ჰყავს

გამოქვეყნდა:

ივანიშვილი საკუთარი ქონების დაჩქარებულ რეჟიმში გაყიდვას აგრძელებს. ამჯერად ოლიგარქმა ახალი მეპატრონე მისი იმ მიწებისთვის მონახა, რომელიც ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზეა განლაგებული. საუბარია 80 000 კვადრატულ მეტრ ტერიტორიაზე თბილისის ცენტრში, რომელსაც მყიდველი 85 მლნ დოლარის სანაცვლოდ მიიღებს. ამ შემთხვევაში მყიდველი ვისოლის მფლობელები, ძმები ფხაკაძეები და ასევე უძრავი ქონების კომპანია მარდიელის დამფუძნებლები არიან. 

"ისევ ქართუ ფონდი და თბილისის იპოდრომი -

იპოდრომზე ამჯერად ფხაკაძეები და მათი ახალი პარტნიორები ააშენებენ. 

შპს ,,ცენტრალ პარკ ავენიუ” - 80 ათასი კვ.მ (იპოდრომზე ბიძინას მიერ დატოვებული საკუთრება) მალე ამ შპს-ს საკუთრება გახდება. 

ამ ტერიტორიაზე მსგავსი ხელშეკრულება სხვა კომპანიასთან 11 აგვისტოს გაფორმდა და 16 ოქტომბერს გაუქმდა. ახალი ხელშეკრულება ამ ახალ კომპანიასთან 27 ოქტომბერს გაფორმდა - ეტყობა მეტი შეთავაზეს)))

P.S. შპს ,,ცენტრალ პარკ ავენიუ”-ს წილები ,,ქართუ ფონდი”-ს სასარგებლოდ 85 მლნ დოლარად დაგირავდა…  ეს როგორც ჩანს, ნასყიდობის ფასია. 

აშკარად ქონების გაქეშებითაა ფონდი და ბიძინა დაკავებული..." წერს იურისტი ირაკლი აბესაძე.

ცოტა ხნით ადრე კი ივანიშვილმა თბილისის ცენტრში, კიდევ ერთი მიმზიდველი ლოტი, ყოფილი აბრეშუმის ფაბრიკა მარიკა ვერულაშვილის კომპანიას მიყიდა ასევე 80 მლნ დოლარად. მხოლოდ ამ ორი გარიგებით ივანიშვილის ფონდი  ქართუ, რომლის ბალანსზეც იყო მიწის ნაკვეთები - 165 მლნ დოლარს მიიღებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი