"სამსჯავროზე არ ვართ, არ მინდა მორალური პედესტალიდან ვისაუბრო..." | პაპუაშვილი ქალი დეპუტატების შეურაცხყოფაზე

გამოქვეყნდა:

სამსჯავროზე არ ვართ, არ მინდა მორალური პედესტალიდან ვისაუბრო... რა თქმა უნდა, იყო უსიამოვნო სიტუაცია...პლენარული სხდომა არ არის ამ საკითხის გასარჩევი ადგილი - ამბობს შალვა პაპუაშვილი პარლამენტში ქალი დეპუტატების წინააღმდეგ, დღეს მომხდარ ინციდენტებთან დაკავშირებით.

პაპუაშვილს არც ანი წითლიძისა და არც თეონა აქუბარდიას შეურაცხყოფებზე რეაგირება არ ჰქონია, შესვენების შემდეგ განახლებულ სხდომაზე კი მას ხატია დეკანოიძემ და იაგო ხვიჩიამ მიმართეს და რეაგირებისკენ მოუწოდეს. იაგო ხვიჩიამ ბერაიასგან ბოდიშის მოხდა მოითხოვა. პაპუაშვილმა კი პასუხად კოლეგიალური ურთიერთობებისკენ მოუწოდა "ყველას" და საკუთარ თავზე მხოლოდ ერთი შენიშვნა მიიღო:

"ერთ შენიშვნას ვიღებ პირადად ჩემ თავზე, როდესაც პიროვნული შეურაცხყოფები არის ხოლმე, მე მაქვს როგორც წესი რეაქცია და მექნება კიდევაც, რომ გავთიშო მიკროფონი. რაღაც მომენტში შეიძლება ამ კუთხით დამეგვიანა, მაგრამ ამ შენიშვნას მე, როგორც სხდომის წამყვანი, რა თქმა უნდა, მივიღებ, რომ თუკი იქნება პიროვნული შეურაცხყოფის ზღვარი, დროულად შევაწყვეტინო ხოლმე გამოსვლა. რაც შეეხება ეთიკურ განსჯებს, არ გვინდა, არ არის ის სივრცე რომელიც არის". თქვა პაპუაშვილმა.

იხილეთ:

 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი