ვახშამი პუტინთან | ვიცე-პრემიერის თავის მართლება სკანდალურ ინფორმაციაზე

გამოქვეყნდა:

ვიცე-პრემიერს გარშემო აგორებული სკანდალის შემდეგ ლევან დავითაშვილი დუმილს არღვევს. ჩინეთში გამართულ ფორუმზე გადაღებული რეზონანსული ვიდეოკადრების შემდეგ დღეს ეკონომიკის მინისტრი პირველად გამოჩნდა მედიის წინაშე და გავრცელებული ინფორმაციის უარყოფას შეეცადა. დავითაშვილი აცხადებს, რომ ქართული დელეგაცია პროტოკოლს გვერდს ვერ აუვლიდა და სწორედ ამ მიზეზით იმყოფებოდა ერთ სუფრაზე კრემლის დიქტატორთან.

პოლიტიკური ოპონენტებისთვის მინისტრის განმარტებები არასაკმარისი და მიუღებელია. ოპოზიცია დავითაშვილს პარლამენტში იბარებს, დეპუტატები ვარაუდობენ, რომ მთავრობის წევრმა ოკუპანტი ქვეყნის პრეზიდენტს პეკინში ბიძინა ივანიშვილის გზავნილები ჩაუტანა.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი