მეთიუ პერის ავტობიოგრაფიული წიგნი ინგლისურენოვანი Amazon-ის ყველა დროის ყველაზე გაყიდვადი წიგნი გახდა

გამოქვეყნდა:

სერიალ Friends-ის ვარსკვლავის, მეთიუ პერის ავტობიოგრაფიული წიგნი, Friends, Lovers, and the Big Terrible Thing ამერიკული და ბრიტანული Amazon-ის ყველა დროის ყველაზე გაყიდვადი წიგნი გახდა. მან უკვე გადაასწრო ბრიტნი სპირსის მიერ 2021 წელს გამოცემულ ავტობიოგრაფიულ წიგნს - The Woman in Me, რომელიც დღემდე ინგლისურენოვანი ამაზონის ყველაზე გაყიდვადი წიგნი იყო.

პერის ავტობიოგრაფია 2022 წლის 1 ნოემბერს გამოვიდა. მსახიობმა წიგნის მნიშვნელოვანი ნაწილი  ნარკოდამოკიდებულებასთან და დეპრესიასთან ბრძოლას დაუთმო, რომელიც წლების განმავლობაში გრძელდებოდა.

შეგახსენებთ, რომ სერიალ Friends-ის ვარსკვლავი, მსახიობი მეთიუ პერი 28 ოქტომბერს, 54 წლის ასაკში გარდაიცვალა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი