“რომეო მიქაუტაძე, პრემიერი ღარიბაშვილის და მერი კალაძის დახმარებით, რუსული მეთოდით ძარცვავს სახელმწიფოსა და ხალხს.”- განაცხადა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს წევრმა ლაშა ფარულავამ.
საქართველოს გენერალურ პროკურატურასთან, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრმა ლაშა ფარულავამ და პარტიის იურისტმა ლაშა ტყეშელაძემ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში არსებულ ელიტური კორუფციის კონკრეტულ ფაქტთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართეს.
,,რუსული პარტიის ქართული ოცნების მმართველობის მთავარი ნიშანი სახელმწიფო ბიუჯეტის მითვისება, ხალხის ძარცვა და ელიტური კორუფციაა, რომლის ცნობილი და თვალსაჩინო წარმომადგენლები არიან ირაკლი ღარიბაშვილი და კახი კალაძე.
თუმცა ამ შემთხვევაში მატერიალური მტკიცებულებებით აღჭურვილი გესაუბრებით ეკონომიკის მინისტრის მოადგილის, კორუმპირებულ რომეო მიქაუტაძეზე, ირაკლი ღარიბაშვილის ძმაკაცზე, კახი კალაძის ყოფილ ხელქვეითზე, რომელმაც 2022 წლის 20 ივნისს პრემიერ მინისტრის მიერ გამოცემული ბრძანებით ისარგებლა და მის სამსახურებრივ დაქვემდებარებაში მყოფი უწყების, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მეშვეობით პირდაპირი შესყიდვის წესით მიიღო, ზუგდიდში, სოფელ ჩხორიაში, 25 წლიანი იჯარით, 133 ათას კვადრატულზე მეტი ტერიტორია, მოცვის ბაღების მოსაწყობად. საუბარია შპს ,,ბლუბერ ლაბ’’-ზე. რომელმა კომპანიამაც თავდაპირველად მიიღო სახელმწიფო დახმარება 91 000 ლარის ოდენობით.
შემდეგ, 2021 წლის 1 ოქტომბერს, შპს-ს მფლობელმა ნინო ქარდავამ აღნიშნულ კომპანიაში ჩუქების წესით 33 % წილი გადასცა რომეო მიქაუტაძეს. რომეო მიქაუტაძე წლების განმავლობაში მუშაობდა თბილისის მერიის დასუფთავების სამსახურის უფროსად, რომელ საბიუჯეტო დაწესებულებასთან დაკავშირებით სახელმწიფო აუდიტს აქვს მძიმე შეფასებითი ანგარიშები მომზადებული, საწვავის და სხვადასხვა სახელმწიფო ქონების გაფლანგვასთან დაკავშირებით.
რომეო მიქაუტაძე არის ირაკლი ღარიბაშვილის ელიტური კორუფციის ახალი სახე, რომელსაც სახელმწიფო სამსახურში მოსვლისას არაფერი გააჩნდა, ახლა სახელმწიფოსა ძარცვის და ხალხის გაყვლეფის ხარჯზე მდიდრდება და არის მილიონერი. ჩვენ აღნიშნულ კორუფციულ ფაქტებსა და მტკიცებულებებს დავუტოვებთ პროკურატურას დასაარქივებლად, ვინაიდან ესენი არ გამოიძიებენ არაფერს, მაგრამ მალე ხალხი გაასამართლებს ყველა დამნაშავეს, მათ შორის ელიტური კორუფციის მფარველებს პროკურატურაში ’’ - განაცხადა ლაშა ფარულავამ.
ამავე თემაზე: