პარლამენტში ხმაურია - ოპოზიციონერი დეპუტატები პარლამენტის თავმჯდომარეს სხდომის დაწყების საშუალებას არ აძლევენ და გუშინდელი ინციდენტის შემდეგ, ირაკლი ბერაიას გადადგომას მოითხოვენ.
დღევანდელ სხდომას ესწრებიან გუშინდელი შეურაცხმყოფელი განცხადებების ავტორები - ირაკლი ბერაია და ალუდა ღუდუშაურიც, თუმცა ჯერჯერობით ისინი ჩუმად სხედან.
ქართული ოცნება ბერაიას გადაყენებას არ აპირებს და ამბობს, რომ ოპოზიცია მისი მოხდილი ბოდიშით უნდა დაკმაყოფილდეს.
იხილეთ: