მორიგი რუსული პროვოკაცია | ოკუპირებული აფხაზეთის "სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს" განცხადება

გამოქვეყნდა:

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო მორიგ პროვოკაციას ავრცელებს, სადაც ამტკიცებენ, რომ მოსკოვში დასრულებულ საერთაშორისო ტურნირზე "აფხაზეთის ნაკრების" სახელით იასპარეზეს, მონაწილე ნაკრებების ჩამონათვალში კი საქართველოს მოჭიდავეთა ნაკრებიც არის დასახელებული.

საუბარია საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებზე. "მთავარი" ფაქტით დაინტერესდა. ფედერაციაში კატეგორიულად უარყვეს ეს ინფორმაცია და მას რუსული პროვოკაცია უწოდეს. ფედერაცია უახლოეს საათებში განცხადების გავრცელებასაც გეგმავს.

მთავარი 09:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი