გატაცება ტახტისძირიდან | რას ამბობენ ადგილობრივები და ოჯახის წევრები მწყემსის უკანონო დაკავებაზე?

გამოქვეყნდა:

სროლები და გატაცებების სერია საოკუპაციო ხაზთან - რუსი ოკუპანტები სოფელ ტახტისძირის მისადგომებთან გუშინ მთელი დღის განმავლობაში ცეცხლსასროლი იარაღიდან ისროდნენ, საღამოს საათებში კი, ადგილობრივ მწყემსს, 52 წლის მევლუდ ლაღოშვილს ხელბორკილები დაადეს და ცხინვალში გადაიყვანეს. ოჯახს გუშინ, საღამოს საათებში სუს-დან დაუკავშირდნენ და აცნობეს, რომ ლაღოშვილი ოკუპირებულ ცხინვალში, ციხეში იყო გადაყვანილი. 

გატაცებულის ახლობლები ვარაუდობენ, რომ ოკუპანტებმა ამჯერადაც თავად გადმოკვეთეს საოკუპაციო ხაზი, რადგან ლაღოშვილი ტერიტორიას კარგად იცნობს და ის ე.წ. საზღვარზე არ გადავიდოდა.   

საოკუპაციო  ხაზთან დაფიქსირებულ ინციდენტებზე  ერგნეთის შეხვედრაზე მსჯელობენ, რომელიც დილიდან მიმდინარეობს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი