დმანისის პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფება ყოფილი მერი გიორგი ტატუაშვილი. მას დღეს მანქანით გადაადგილების დროს ცეცხლი გაუხსნეს და 4-ჯერ ესროლეს. ტატუაშვილი შემთხვევით გადაურჩა ადევნებული მანქანიდან ნასროლ ტყვიებს. ყოფილი მერი თავდამსხმელებად "ოცნებასთან" დაახლოებულ პირებს - ზურაბ ოკმელაშვილსა და კობა მენაბდიშვილს ასახელებს. მომხდარი დააფიქსირა ყოფილი მერის ავტომობილში დაყენებულმა ვიდეორეგისტრატორმაც. თავდასხმის ადგილას, დმანისის ტერიტორიაზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს, თუმცა დაკავებული ამ დროისათვის არავინაა.
მომხდარზე შსს-მ გამოძიება სსკ-ის ორი მუხლით - 236-ე და 187-ე მუხლებით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.
ეს არაა პირველი შემთხვევა, როცა ტატუაშვილი და მისი გარემოცვა ძალადობრივი თავდასხმის სამიზნე გახდნენ მათი პოლიტიკური საქმიანობის გამო, წინა შემთხვევებში მოძალადეები ხელისუფლებას პასუხისგებაში არ მიუცია.
იხილეთ: