რუსული Red Wings თბილისის მიმართულებით სამარადანაც იფრენს

გამოქვეყნდა:

რუსული ავიაკომპანია Red Wings თბილისის მიმართულებით კიდევ ერთი ავიარეისის დამატებას გეგმავს. ამჯერად კომპანიას სურს, რომ ფრენები ქალაქ სამარადან განახორციელოს. 

როგორც Red Wing-ის პრესსამსახურზე დაყრდნობით რუსული სამთავრობო მედია წერს, სამარა-თბილისი-სამარას რეისის განხორციელება 16 ნოემბრიდან უნდა დაიწყოს და იგი კვირაში ერთხელ შესრულდება.

"16 ნოემბრიდან Red Wings Airlines გეგმავს ყოველკვირეულ ფრენებს საქართველოს დედაქალაქში. ფრენები დაგეგმილია ხუთშაბათს... ფრენების ხანგრძლივობა 2 საათი და 45 წუთი იქნება", - ციტირებს Red Wings-ის პრესსამსახურს რუსული გამოცემა. 

შეგახსენებთ, რომ ავიაკომპანია უკვე ასრულებს თბილისის მიმართულებით რეისებს სოჭიდან და მოსკოვიდან. Red Wings უკრაინის მიერ არის სანქცირებული.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი