თამარ ბაჩალაიშვილის ოჯახის ადვოკატი მთავარ პროკურტურაში მივიდა. ადვოკატს კითხვები ახალ გარემოებებთან დაკავშირებით აქვს. მიხეილ რამიშვილი ამბობს, რომ ბაჩალიაშვილის მანქანაში ნაპოვნია ბოთლი, რომელშიც საეჭვო ნივთიერებები აღმოაჩინეს.
მისივე თქმით, თამარ ბაჩლიაშვილის ორგანზმში მედიკამენტ "კლოფელინის" კვალი დაფიქსირდა, თუმცა როგორც რამიშვილი ამბობს, ავტომობილში ამ მედიკამენტის შუშა ნაპოვნის არ არის.
თვითონ ბოთლში აღმოჩენილია "კარდოლაქსი" და "დოქსილამინი". "დოქსილამინი" ძალიან იშვიათი მედიკამენტია არ მოიძებნება. ყველაზე საინტერესოა, რომ თამუნას ორგანიზმში აღმოჩნდა კლოფელინი. კლოფელინს ტოქსიკოლოგები ჟარგონულად ეძახიან "კონტროლს" რომელიც ადამიანს თიშვს. ავტომობილშიც კი არ არის აღმოჩენილი კლოფელინის არანაირი შუშა. ეს კიდევ იმას ადასტურებს რომ არანაირ თვითმკვლელობაზე არ არის საუბარი - ამბობს მიხეილ რამიშვილი
შეგახსენებთ, რომ თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. 23 წლის ახალგაზრდა თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი 22 ივლისს იპოვეს.
25 ივლისს, პროკურატურამ ბაჩალიაშვილის მამა დაზარალებულად ცნო და საქმის გამოძიებას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაუმატა. გამოძიება, ამ ეტაპზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 115-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.