ქარსელაძემ ივანიშვილის ბაობაბებთან დაკავშირებულ შეკითხვას არ უპასუხა

გამოქვეყნდა:

ინფრასტრუქტურის მინისტრმა ბიძინა ივანიშვილის ბაობაბების ტრანსპორტირებით გამოწვეულ პრობლემებთან დაკავშირებით, ხატია დეკანოიძის შეკითხვას არ უპასუხა. ირაკლი ქარსელაძემ მხოლოდ რიკოთზე დასმული კითხვის ნაწილ შეიმჩნია. 

ქარსელაძე "მინისტრის საათის" ფორმატში, დეპუტატების შეკითხვებს პასუხობს. "ევროოპტიმისტების" წევრმა მას ის პრობლემები შეახსენა, რომელსაც ოლიგარქის გიგანტური ხეების გადაადგილება ქმნის:

"ბიძინა ივანიშვილის ბაობაბების გამო არის სერიოზული პრობლემა. კერძო პირის საკუთრება, უზარმაზარი ხეები გადაადგილდება და ძალიან მძიმე მდგომარეობაში აყენებს ჩვენს მოსახლეობას. თქვენ იცით, რომ ჩაკეტილია მთლიანად ტრასები, ელექტროენერგია ითიშება, ითიშება შუქნიშნები, ვის მოვკითხო პასუხი" - მიმართა დეკანოიძემ ქარსელაძეს.

შეგახსენებთ, რომ უკვე რამდენიმე დღეა კენიიდან ჩამოტანილ ბაობაბებს ივანიშვილის ბაღჩაში ეზიდებიან. რის გამოც, მაგისტრალებზე ჭრიან ხეებს, ელექტროსადენებს, ბანერებს, გადაკეტილი გზებს გამო კი ხალხს საათობით უწევს საცობში დგომა.

გზა გასულ ღამესაც გადაკეტეს, როდესაც ფოთიდან შეკვეთილის დენდროპარკაში,  სამი ბაობაბი გადაიტანეს. ივანიშვილმა სულ 8 ხე ჩამოიტანა. 

ხეების ტრანსპორტირებაში ტრადიციულად ჩართულია სახელმწიფო რესურსი. ხეები ფოთიდან შეკვეთილამდე პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟმა მიაცილა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი