სამივე გაქცეული პატიმარი დაკავებულია და ციხეშია დაბრუნებული. თითქმის ერთდღიანი ძებნის შემდეგ პოლიციამ "ავერსის" კლინიკიდან გაქცეულებს მცხეთაში მიაკვლია. როგორ გავიდნენ თბილისიდან და როგორ მიაღწიეს მცხეთანდე გაქცეულებმა, უცნობია. შესაძლოა, მათი დახმარების ბრალდებით სამართალდამცველებმა სხვა პირიც დააკავონ. მანამდე კი იზოლატორშია გადაყვანილი საბადრაგო სამსახურის უფროსი. დამატებით დეტალებს გამოძიება არ ავრცელებს - პატიმრებიდან ორის ვინაობაც მკაცრად გასაიდუმლოებულია, თუმცა ცნობილია, რომ ისინი სასჯელს ქურდობისა და ნარკოდანაშაულისთვის იხდიდნენ.