IDF აცხადებს, რომ ღაზაში "ჰამასის" კიდევ ერთი მეთაური მოკლეს

გამოქვეყნდა:

ისრაელის თავდაცვის ძალები (IDF) აცხადებენ, რომ ღაზაში საჰაერო თავდასხმების შედეგად "ჰამასის" კიდევ ერთი მეთაური, მუსტაფა დალული, მოკლეს. ის ტერორისტული დაჯგუფების საბრა თელ ალ-ჰავას ბატალიონის ლიდერი იყო.

გავრცელებული ინფორმაციით, IDF-ის სამხედრო თვითმფრინავებმა მუსტაფა დალულის მოკვლა სამხედრო დაზვერვის ზუსტი ინფორმაციის დახმარებით შეძლეს. უწყებაში ასევე ამბობენ, რომ გასულ ღამეს კიდევ რამდენიმე ტერორისტი მოკლეს და დარტყმები განახორციელეს "ჰამასის" ობიექტებზე. მათ შორის, ტანკსაწინააღმდეგო რაკეტების გამშვებ პოზიციებსა და შენობებზე, რომლებსაც ისრაელის სახმელეთო ძალებზე თავდასხმებისთვის იყენებდნენ.

შეგახსენებთ, რომ 7 ოქტომბერს, ღაზას სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო თავდასხმა წამოიწყეს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება "ჰამასმა" აიღო და მას ოპერაცია "ალ-აკსას შტორმი" უწოდა.

სარაკეტო იერიშის საპასუხოდ ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ საომარი მდგომარეობა და ოპერაცია "რკინის ხმლების" დაწყება გამოაცხადა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი