მთავრობის ახალი ინიციატივით, სათამაშო ბიზნესი დაიბეგრება მოგების 15 პროცენტიანი განაკვეთით, ნაცვლად დღეს არსებული 10 პროცენტისა, ხოლო სათამაშო ბიზნესიდან თანხის გატანა დაიბეგრება 5 პროცენტით, დღეს მოქმედი 2 პროცენტის ნაცვლად.
ამ თემაზე დღეს მთავრობის სხდომაზე პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ისაუბრა და თქვა, რომ ეს ინიციატივა 2024 წელს დამატებით 400 მილიონი ლარის რესურსს გააჩენს.
"მინდა ერთი მხრივ გაკვირვება გამოვხატო და მეორეს მხრივ, ძალიან სამწუხაროა ის ფაქტი, რომ სათამაშო ბიზნესის ბრუნვა იზრდება. მე ნამდვილად არ მიხარია, იმიტომ, რომ ძალიან ბევრი მოქალაქე ჯერ კიდევ არის ჩართული ამ სათამაშო ბიზნესში", - თქვა ღარიბაშვილმა.
2022 წელს 48 მილიარდიდან 52 მილიარდ ლარამდე გაიზარდა სათამაშო ბიზნესის ბრუნვა, რაც "კატასტროფული მაჩვენებელია". იხილეთ ასევე: