არასწორად შერჩეული დრო სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის | "ლელოს" ბრიფინგი შუახევში გზის ჩაკეტვაზე

გამოქვეყნდა:

საავტომობილო გზების დეპარტამენტის გადაწყვეტილების გამო, რომელიც სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის ბათუმი-ახალციხის გზის ეტაპობრივ ჩაკეტვას უკავშირდებოდა, უკვე მეორე დღეა შუახევისა და ხულოს მოსახლეობა დისკომფორტს განიცდის.

აღნიშნულის შესახებ ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები და მოსახლეობა ინფორმირებული არ ყოფილან, რამაც ქაოსი გამოიწვია. საქმე ეხება 1 ნოებრიდან 1 იანვრის ჩათვლით, სარეაბილიტაციო სამუშაობის გამო, ბათუმი - ახალციხის გზის, შუახევის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე –ხიჭაურიდან გომარდულის ასახვევამდე მონაკვეთში გზის ეტაპობრივ ჩაკეტვას.

შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი ზვიად დიასამიძე ამბობს, რომ მოახლოებული ზამთრისა და მკაცრი კლიმატური პირობების გამო, მთიან მუნიციპალიტეტებში გზის ჩაკეტვა იქ მცხოვრებლებს სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის.

"მთავარი პრობლემა ერთ-ერთი არის ის, რომ ინფორმირება არ მოხდა დროული არც მუნიციპალიტეტის და არც მოსახლეობის. მეორე საკითხი ეს ეხება, რა თქმა უნდა, უსაფრთხოებას და როგორ მოხდება სპეციალური დანიშნულების მანქანების, ამ შემთხვევაში სახანძრო ავტომობილების და სასწრაფო დახმარების მანქანების გადაადგილება. მთავარი საკითხი არის ალტერნატიული გზის საკითხი. იმიტომ, რომ ფაქტიურად, ის გზა, რომელსაც დეპარტამენტი გვთავაზობს არის ზამთრის პერიოდში ძალიან ცუდი, მოყინული და ქმნის საფრთხეს მოსახლეობისთვის", - თქვა დიასამიძემ პარტია "ლელოს" ბრიფინგზე.

ასევე ნახეთ:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი