
პრეზიდენტმა ხელი მოაწერა საქართველოს კანონს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე.
პარლამენტმა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილება დაჩქარებული წესით განიხილა და მესამე მოსმენით მიიღო 19 ოქტომბერს მიიღო.
მმართველი გუნდის მტკიცებით, კანონი "მიზნად ისახავს მაუწყებლის შესახებ საქართველოს კანონის დახვეწას, სიძულვილის ენის და ტერორიზმისკენ მოწოდებისა და სიძულვილის ენის შემცველი პროგრამისა და რეკლამის გავრცელების აღკვეთას და ეფექტური მექანიზმის შექმნას".
აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებით, კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას უჩნდება ბერკეტი, მედიაში გასული პრაქტიკულად ნებისმიერი მასალა გამოაცხადოს უხამსობად და მაუწყებელს სოლიდური სანქციები დააკისროს.