ფულის კეთება 200-ლარიან დახმარებაზე - "ალგი სერვის გრუპი" დახმარების სანაცვლოდ ფინანსურ სარგებელს იღებს

გამოქვეყნდა:

პრემეირის მუქარა, რომლის ადრესატები შესაძლოა, "ოცნებასთან" დაახლოებული კომპანიები აღამოჩდნენ. გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ ყველას, ვინც მოქალაქეებს დახმარების მისაღებად საჭირო რეგისტრაციისტის თანხას ართმევს, სამართლდამცველები მიხედავენ.  გახარიას ალბათ სხვა ადრესატები ჰყვადა, მაგრამ "მთავრმა არხმა" გაარკვია, ერთ-ერთი კომპანია, რომელიც დახმარების მსურველ მოქლეებს რგისატრცაისში 10 ლარის სანაცვლოდ ეხმარებოდა. ეს კომპნია, მარტვილში, მერიის შენობის გევრდით მდებარეობს, ვისი დავლებით და ნებართვით მოქმედებს ეს კომპნია, იმ რეაქციიდანაც მიხვდებით, რაც ადგილზე, "მთავარი არხის" გადამღები ჯგუფის გამოჩენას მოჰყვა. 

მარტვილში "მთავარი არხის" ჟურნალისტითვის იმ დოკუმენტის წართმევა სცადეს, რომელიც ადასტურებდა, რომ მერიასთან დაახლოვებული პირები მთავრობის მიერ გამოყოფილი დახმარების მისაღებად ადამიანებს 10 ლარს ახდევინებდნენ. შპს "ალგი სერვის გრუპის" ოფისი მერიის შენობის გვერდითაა. 

მოქალაქეები, ვინც "ალგი სერვის გრუპში" მიდიან, ამბობენ, რომ მათ არ აქვთ საშუალება სახლებიდან დარეგისტრირდნენ და სწორედ ამიტომ აკითხავენ კომპანიას. ამის გამო მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში მყოფებს, დამატებით თანხის გადახდა უწევთ. 

შპს "ალგი სერვის გრუპი" მშობლებს, ვინც სექტემბრიდან მთავრობის 200-ლარიან დახმარებას ელოდება, ასევე, თვითდასაქმებულებს, ვისაც ერთჯერადი დახმარება ეკუთვნოდა, მარტვილის ცენტრში, ადგილობრივი თვითმმართველობის შენობის გვერდით უწევს მომსახურებას - ამას რამდენიმე დღის წინ გადაღებული ფოტოებიც ადასტურებს, რომელზეც გრძელი რიგები ჩანს. თუმცა, საკრებულოს თავმჯდომარე ამტკიცებს, რომ არ დაინტერესებულა, რატომ იყო რიგი მისი კაბინეტის სიახლოვეს.

შპს "ალგი სერვის გრუპის" დამფუძნებელი, გიორგი ჩიხლაძეა, რომელიც 2017 წელს მარტვილის მერიის საბიუჯეტო გამყოფილების უფროსის თანამდებობას იკავებდა.  ფინანსური დარღვევების გამო ის დააკავეს, თუმცა, შემდეგ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. ჩიხლაძე ამბობს, რომ "ალგი სერვის გრუპის" საქმიანობა კანონიერია და ვერ ხედავს უხერხულობას, რომ მთავრობის მიერ გამოყოფილი დახმარების სანაცვლოდ ფინანსურ სარგებელს იღებს.

შპს "ალგი სერვის გრუპის" დამფუძნებელი, რომ ადგილობრივი მთავრობისგან გვერდის ავლით ვერ იმოქმედებდა, ამაში დარწმუნებულები არიან ადგილობრივი ოპოზიციის წევრები. "ნაციონალურ მოძრაობაში" ამბობენ, რომ საკუთარი რესურსით მოსახლეობას უფასო იურიდიულ და ტექნიკურ მომსახურებას უწევენ.

მას შემდეგ, რაც "მთავარი არხი" დახმარებების მიღების სანაცვლოდ ფინანსური სარგებლის ნახვის საკითხით დაინტერესდა, შპს "ალგი სერვის გრუპში" მოქალაქეებს დარეგისტრირებაზე უარი უთხრეს. დაინტრესდება თუ არა რომელიმე საგამოძიებო უწყება შპს "ალგი სერვის გრუპის" საქმიანობით, ამ დროისთვის უცნობია.
თუმცა, პრემიერმა მთავრობის სხდომაზე დაანონსა, რომ თუ ფიზიკური პირი ამ საკითხით ფინანსური სარგებლის მიღებას შეეცდება, სამართლებრივი პრობლემის წინაშე აღმოჩნდება.

ავტორი: ნინო ღვედაშვილი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი