საეჭვო პრეპარატები ბაჩალიაშვილის მანქანაში - რამიშვილი, დღეს ახალ გარემოებაზე პირველად ალაპარაკდა

გამოქვეყნდა:

ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი, მიხეილ რამიშვილი, დღეს ახალ გარემოებაზე პირველად ალაპარაკდა. თამარ ბაჩალაიშვილის მანქნაში, ნაპოვნია ბოთლი, სადაც გარკვეული ნივთირებები იყო გახსნილი. ქიმიური ექსპერიტიზს შედაგდ, დადგენილია, რომ მედიკამნტები, რომელიც ბოთლში იყო გახსნილი, გულის მუშაობას ანელებს და ორგანიზმის მოდუნებას იწვევს. გამოძიებამ ახლა უნდა დაადგინოს ვინ გასხნა ბოთლში ეს მედიკამენტები და როგორ მოხვდა ნივთიერება თამარ ბაჩალიაშვილის ორგანზიმში - ამ კითხვებზე პასუხის მისაღებად, მიხეილ რამიშვილი დღეს თბილისის პროკურატურაში მივიდა.

ოჯახის უფებაადამცველმა პროკურატურაში შესვლამდე თქვა, რომ ბაჩალიაშვილის საქმეში ახალი გარემოება გაჩნდა, რომელიც შეილება ითქვას, რომ საქმეს თავდაყირა აყენებს და ოჯახისა და ადვოკატის ვერსიას ამყარებს, რომ თამარ ბაჩალიაშვილს თავი არ მოუკლავს და საქმე განზრახ მკვლელობასთან გვაქვს.

რაც შეეხება პრეპარატებს, რომელიც წყლის ბოლში აღმოჩნდა, რამიშვილი ორ მედიკამენტს ასახელებს და ის წვეების გზით იყო მოხვედრილი წყალში. 

თამარ ბაჩალიაშვილის ცხედარზე ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნაში წერია, რომ ბაჩალიაშვილის სისხლში არ არის, არც ნარკოტიკული, არც ფსიქოაქტური, არც ფსიქოტროპული და არც ალკოჰოლური ნითერებები.

შეგახსენებთ, რომ თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. 23 წლის ახალგაზრდა თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი 22 ივლისს იპოვეს

25 ივლისს, პროკურატურამ ბაჩალიაშვილის მამა დაზარალებულად ცნო და საქმის გამოძიებას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაუმატა. გამოძიება, ამ ეტაპზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 115-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი