"პოლიციის ოპერაცია ამ დრომდე გრძელდება" | ჰამბურგის აეროპორტი, სადაც შეიარაღებული პირი იმყოფება, კვლავ დახურულია

გამოქვეყნდა:

ჰამბურგის საერთაშორისო აეროპორტში, სადაც, გავრცელებული ინფორმაციით, შეიარაღებულ პირს მძევლად 4 წლის გოგონა ჰყავს აყვანილი, სამართალდამცავები შესაბამის ოპერაციას ახორციელებენ. ამის გამო, აეროპორტი კვლავ დახურულია, ავიარეისები კი გაუქმებული.

"გუშინ, საღამოს 8:24 საათიდან ჰამბურგის აეროპორტში, პოლიციის ოპერაციის გამო, ფრენების შეჩერება გახდა საჭირო. პოლიციის ოპერაცია ამ დრომდე გრძელდება, რაც ნიშნავს, რომ ფრენები გაურკვეველი ვადით შეჩერდება. ამ შეფერხების შედეგად დღეს მთელი დღის განმავლობაში ავიარეისების არაერთი გაუქმება და შეფერხება იქნება, დილით, პირველი რეისები უკვე გაუქმდა," - ნათქვამია აეროპორტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

მასში ასევე წერია, რომ პოლიცია მოითხოვს, მგზავრები აეროპორტში არ მივიდნენ.

"ღონისძიებები გრძელდება. მიმდინარეობს მოლაპარაკებები მანქანაში მყოფ პირთან", - ამბობს პოლიცია.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 4 ნოემბერს, ჰამბურგის საერთაშორისო აეროპორტის ტერიტორიაზე ავტომანქანით შეიარაღებული პირი შევარდა. მოგვიანებით კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ მას 4 წლის გოგონა მძევლად ჰყავდა აყვანილი. არსებული ინფორმაციით, გოგონა მისი შვილია და საქმე ბავშვის დედას შორის მეურვეობასთან დაკავშირებულ დავას ეხება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი