"ქერჩში უახლესი რუსული სამხედრო გემი გავანადგურეთ" | უკრაინის საჰაერო ძალები

გამოქვეყნდა:

უკრაინის საჰაერო ძალების მეთაური ნიკოლაი ოლეშჩუკი ადასტურებს, რომ ქერჩში რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ერთ-ერთი თანამედროვე გემი გაანადგურეს, რომელიც ფრთოსანი რაკეტების გადამზიდად გამოიყენებოდა.

შეგახსენებთ, რომ დროებით ოკუპირებულ ყირიმში გუშინ, 4 ნოემბერს, საჰაერო განგაში, შემდეგ კი აფეთქებები იყო. ოკუპანტებმა ქერჩის ხიდი გადაკეტეს. რუსეთის მარიონეტული რეჟიმის წარმომადგენელი, აქსიონოვი ამტკიცებდა, რომ ქერჩის გემთმშენებლობის ქარხნის მიდამოებში რაკეტების ფრაგმენტები ჩამოვარდა და მსხვერპლი არ იყო. ოკუპანტები ასევე ამტკიცებდნენ, რომ ერთ-ერთი გემი უმნიშვნელოდ იყო დაზიანებული. 

თუმცა, უკრაინის შეიარაღებული ძალების სტრატეგიული კომუნიკაციების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამი იყო, რომ "უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა წარმატებული დარტყმები განახორციელეს დროებით ოკუპირებულ ყირიმში, ზალივის გემთმშენებლობის საზღვაო და საპორტო ინფრასტრუქტურაზე." დღეს კი უკრაინამ დაადასტურა, რომ გემი განადგურებულია. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი