
უნგრეთის პრეზიდენტი კატალინ ნოვაკი "სოლიდარობის ვიზიტით" ისრაელში ჩავიდა.
"ჩვენ მხარს ვუჭერთ ისრაელს. ახლა მე ვარ შეხვედრაზე ისრაელის პრეზიდენტ ისააკ ჰერცოგთან, რის შემდეგაც შევხვდები "ჰამასის" მიერ მძევლად აყვანილი უნგრეთის მოქალაქეების ოჯახებს," - წერს ნოვაკი სოციალურ ქსელში.
ის პირველი უნგრელი ოფიციალური პირია, რომელიც ისრაელში "ჰამასის" თავდასხმის შემდეგ ჩავიდა.
შეგახსენებთ, რომ 7 ოქტომბერს, ღაზას სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო თავდასხმა წამოიწყეს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება "ჰამასმა" აიღო და მას ოპერაცია "ალ-აკსას შტორმი" უწოდა.
სარაკეტო იერიშის საპასუხოდ ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ საომარი მდგომარეობა და ოპერაცია "რკინის ხმლების" დაწყება გამოაცხადა.