
აბაშიძე-კარასინის ფორმატის გასაიდუმლოებული ხარჯები. რა რაოდენობის თანხა დაიხარჯა დიპლომატიური შეხვედრების, მივლინებებსა და სამუშაო ვიზიტებისთვის და რა ოდენობის ანაზღაურება მიიღო ზურაბ აბაშიძემ 2019-2021 წლებში. ორგანიზაცია "ფლანგვის დეტექტორში" აცხადებენ, რომ მთავრობა 2019 წლიდან ფორმატის ხარჯებს მალავს.
მანამდე კი, 2012 წლის ნოემბრიდან 2019 წლამდე აბაშიძე-კარასინის ფორმატისთვის ბიუჯეტიდან 700 ათას ლარზე მეტია დახარჯული, საიდანაც ყველაზე მეტი, თითქმის ნახევარი მილიონი ლარი ზურაბ აბაშიძის თანამდებობრივმა სარგომ შეადგინა - ანლიტიკსოებისთვის გაუგებარია აბაშიძე-კარასინის ფორმატის არსებობის აუცილებლობა და მით უფრო სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისი ათასობით ლარით დაფინანსება - რადგან ფორმატი მთლიანად რუსეთის ინტერესბზეა მორგებული.
ავტორი: ნინი ბალანჩივაძე
იხილეთ ასევე: