კაცი, რომელმაც ჰამბურგის აეროპორტში მძევლად საკუთარი შვილი აიყვანა, პოლიციას ჩაბარდა

გამოქვეყნდა:

ჰამბურგის აეროპორტში შეჭრილი შეიარაღებული კაცი პოლიციას ჩაბარდა. როგორც BBC წერს, უსაფრთხოდაა შეიარაღებული კაცის მცირეწლოვანი შვილი, რომელიც მან მძევლად აიყვანა.

თურქი წარმოშობის კაცი აეროპორტის ტერიტორიაზე 4 ნოემბერს 20:00 საათისთვის ავტომობილით შევარდა და ოთხი წლის შვილთან ერთად, თურქეთის ავიახაზების ერთ-ერთი თვითმფრინავის ქვეშ გაჩერდა.

მასთან მოლაპარაკებებს ადგილობრივი პოლიცია რამდენიმე საათის განმავლობაში აწარმოებდა. მომხდარის გამო, ჰამბურგის აეროპორტში გუშინ და დღეს დაგეგმილი რეისები გაუქმდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი