"გამოძიებამ ხელახლა დაკითხოს ყველა ის პირი, ვინც ბაჩალიაშვილის საქმეზე ჩვენება მისცა" - ადვოკატი

გამოქვეყნდა:

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის მოთხოვნით, ყველა ის პირი ხელახლა უნდა დაიკითხოს ვინც  ბაჩალიაშვილის საქმეზე ჩვენება მისცა.

მიხეილ რამიშვილის თქმით, მათი ჩვენებები სანდო არ არის და თეთრიწყაროს რაიონის გამომძიებელს ეს ადამიანები დაუზუსტებელი კითხვების გარეშე ჰყავდათ დატოვებული.

 ჩვენებებს გავეცანი და მოვთხოვე პროკურორებს, რომ მოხდეს ამ პირების უკვე დაზუსტებული კითხვებით ხელმეორედ დაკითხვა. ეს იმისათვის, რომ გავარკვიოთ, რატომ მოხდა ზოგადი და დაუზუსტებელი კითხვების დასმის გარეშე მათი ჩვენებების საქმეში არსებობა, - თქვა მიხეილ რამიშვილმა.

 რამიშვილის თქმით, პროკურატურაში საუბარი იყო იმ ბოთლზეც, რომელიც ბაჩალიაშვილის მანქანაში იპოვეს და რომელშიც გარკვეული ნივთიერებები იყო გახსნილი. ადვოკატი ამბობს, რომ ხვალიდან ავტომობილის ექსპერტიზის საკითხიც დაიწყება.

საეჭვოა ის, რომ ერთ-ერთი მედიკამენტი ავტომობილში საერთოდ არ არის, მაგრამ ორგანიზმში არის. ეს ერთ-ერთი მედიკამენტი ქსელში საერთოდ არ მოიძიება, დავათვალიერე ავტომობილი და შემთხვევის ადგილი,_ ამბობს ადვოკატი.

ცნობისთვის, მიხეილ რამიშვილი საქმეში ახალ გარემოებებსა და მანქანაში აღმოჩენილ ბოთლზე პროკურატურაში შესვლამდეც საუბრობდა. როგორც რამიშვილმა თქვა, თამარ ბაჩლიაშვილის ორგანზმში მედიკამენტ  "კლოფელინის"  კვალი დაფიქსირდა, თუმცა  ავტომობილში ამ მედიკამენტის შუშა ნაპოვნის არ არის. ადვოკატის მტკიცებით,  ეს ფაქტი ადასტურებს , რომ არანაირ თვითმკვლელობაზე არ არის საუბარი.

შეგახსენებთ, რომ თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. 23 წლის ახალგაზრდა თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი 22 ივლისს იპოვეს

25 ივლისს, პროკურატურამ ბაჩალიაშვილის მამა დაზარალებულად ცნო და საქმის გამოძიებას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაუმატა. გამოძიება, ამ ეტაპზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 115-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი