"შუა აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენები მთელი მსოფლიოს მომავალს ეხება" | ნეთანიაჰუ

გამოქვეყნდა:

ისრაელის პრემიერმინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ბულგარეთის პრემიერს, ნიკოლაი დენკოვს შეხვდა. 
შეხვედრის შემდეგ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ შუა აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენები მთელი მსოფლიოს მომავალს ეხება.

მისივე თქმით, ისრაელი მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლის შესამცირებლად ძალისხმევას არ იშურებს, "ჰამასი" კი მათთვის ზიანის მისაყენებლად ყველაფერს აკეთებს.

"ვფიქრობთ, რომ ჩვენ არ ვიბრძვით მხოლოდ ჩვენს ომში, ჩვენ ვიბრძვით ცივილიზაციის ბრძოლაში ბარბაროსობის წინააღმდეგ. თუ ცივილიზაცია არ გაიმარჯვებს, ბარბაროსობა გაიმარჯვებს. ჩვენ ასევე ვებრძვით ყველაზე სასტიკ მტერს, რომელიც ჰოლოკოსტის შემდეგ გვინახავს და რომელიც ორმაგ სამხედრო დანაშაულს ჩადის: არა მხოლოდ განზრახ სამიზნეში იღებს მშვიდობიან მოსახლეობას, არამედ განზრახ იყენებს თავის მშვიდობიან მოსახლეობას ადამიანურ ფარად", - თქვა ნეთანიაჰუმ. 

შეგახსენებთ, რომ 7 ოქტომბერს, ღაზას სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო თავდასხმა წამოიწყეს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება "ჰამასმა" აიღო და მას ოპერაცია "ალ-აკსას შტორმი" უწოდა. სარაკეტო იერიშის საპასუხოდ ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ საომარი მდგომარეობა და ოპერაცია "რკინის ხმლების" დაწყება გამოაცხადა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი