"პირდაპირი სიგნალია ოკუპანტისთვის, რომ შეუძლიათ თამაშივით ნადირობა მოაწყონ საქართველოს მოქალაქეებზე" | ცისკარიშვილი რუსი ოკუპანტების მიერ თამაზ გინტურის მკვლელობაზე

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" მოღალატეობრივი პოლიტიკაა... პირდაპირი სიგნალია ოკუპანტისთვის, რომ მათ შეუძლიათ ასე თამაშივით ნადირობა მოაწყონ საქართველოს მოქალაქეებზე", -  ასე ეხმაურება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივანი პეტრე ცისკარიშილი სოფელ კირბალთან რუსების მიერ საქართველოს მოქალაქის, თამაზ გინტურის მკვლელობას.

"ეს "ქართული ოცნების" პრაგმატული პოლიტიკა კი არა, "ქართული ოცნების'  მოღალატეობრივი პოლიტიკაა, რომელსაც ისინი ხელისუფლებაში მოსვლის პირველივე დღიდან ახორციელებენ, მათ აბსოლუტურად მოშალეს და მოარღვიეს სახელმწიფოებრივი ღირსება, სახელმწიფოს იმუნიტეტი. პირდაპირი სიგნალია ოკუპანტისთვის, რომ მათ შეუძლიათ ასე თამაშივით ნადირობა მოაწყონ საქართველოს მოქალაქეებზე და პრემიებსაც კი იღებენ იმაში, რაც უფრო მეტ ქართველს გაიტაცებენ და წაიყვანენ ცხინვალის იზოლატორში. ასეთი უბედურებით და ენით აღუწერელი ტრაგედიით დასრულდა დღეს - მკვლელობით", - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი